მთავარი » მასალის არქივი
"ისეთი
წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, - წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე
(შახოვსკოი), - ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ
საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის
პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის
განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები "მწეველთათვის".
გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ
ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს "მწეველთათვის"
ვარსკვალავთაშორის სივრცეში. ეწევიან, - მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას
ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც,
სწავლულნიც და უსწავლელნიც, დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს
სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი.
თითქოს უნდა შევქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული
ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავი, დავტკბეთ ამ კვამლით და
აი, ყველანი ტკბებიან იმდენად, რომ "არამწეველი" - ისეთივე იშვიათი
მოვლენაა, როგორც "ადამიანი რომელიც არასოდეს სტყუის", ან ადამიანი,
რრომელიც თავს არ განიდიდებს". თამბაქოს ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია
მსოფლიო ვაჭრობაში და ყოველწლიურად მილიონობით ხალხი შრომობს იმისათვის,
რომ სხვა მილიონობით და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება ჩაისუნთქოს
ეს მომწამვლელი ჰაერი, მისი ნარკოზით გაიბრუოს თავი და მთელი ორგანიზმი".
|
ლოცვა სნეულთათვის
შენ
მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი
ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა
სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და
სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღ ადგინე მაცხოვარ
სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა
მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ
უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და
ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ. აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დანარჩენი ლოცვები სრულიადში
|
დეკანოზი
მაქსიმე (ფაიქიძე) ეკლესიას შვილის გარდაცვალების შემდეგ ემსახურება. დიდი
ტკივილით დამწუხრებულს, ღვთისმსახურება პატრიარქმა ურჩია. ამჟამად ის
წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია და პარალელურად, სოფელ
დავათში, სადაც საკუთარი სახლიც აქვს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის
მონასტრის მშენებლობას ხელმძღვანელობს. მამა მაქსიმე გულითადად გვესაუბრა.
|
მამა
გაბრიელ ჩადუნელი, ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვრის, წმიდა გიორგის
სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დიდი სულიერი შემართება, ღმრთისა და
სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული მის ხასიათში იოლი შესამჩნევია.
ვფიქრობ, მასთან ინტერვიუც საინტერესო გამოგვივიდა.
|
 ბევრი
მართლმადიდებელი ვარდება ცოდვაში, როცა თავისებურ ახსნას უძებნის რელიგიურ
საკითხებს. ეკლესიურ დოგმებს ეწინააღმდეგება და ყველაფერს თავისებურად
აკეთებს, ისე, როგორც მას ესმის. ქრისტიანმა რომ შეცდომა არ დაუშვას,
სწორედ ამისთვის არსებობს წმინდა წერილები, ღირს მამათა დარიგებანი და
სწავლებანი, დაბოლოს, სწორედ იმისთვის გვყავს სულიერი მოძღვარი, რომ ყველა
კითხვაზე პასუხი მან გაგვცეს და დასკვნები თავად არ ვაკეთოთ. ამ საკითხზე
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).
|
საპატრიარქოს განცხადებით, ჰელოუინის აღნიშვნა ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არის. ჰელოუინის
დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო დღესასწაულთან
დაკავშირებით დღეს ინფორმაციას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას ნუ
იქნებიან უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები. საპატრიარქოს
ინფორმაციით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური
ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამ
ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ
აქვს, რისი თანაზიარი ხდება. ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა
წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.
|
 შეკითხვებს
პასუხობს რუის–ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, ქარელის რაიონის სოფელ
კეხიჯვარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გაბრიელ
ჩადუნელი.
|
 როდესაც
რწმენა ქრება, მის ადგილს ცრურწმენა იკავებს. სული სრულ სიცარიელეს ვერ
ეგუება. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი დასაბამიდანვე შემოქმედისკენაა
მიმართული. როცა მის არსებაში ღვთის ხატება იკარგება, ჩნდება ვაკუუმი,
რომელსაც შევსება სჭირდება. დღეს თუ ადამიანების დიდი ნაწილი ღმერთს,
ეკლესიას ემსახურება, მათი ასევე დიდი ნაწილი ეშმაკის მონობაში იმყოფება
და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის დაკავებული. მტკიცე ქრისტიანული
რწმენის უქონლობამ, აღმოსავლური რელიგიებისა და ოკულტიზმის არსის ცოდნამ,
აგრეთვე გარკვეული ძალების მიერ მათმა მასშტაბურმა და აქტიურმა
პროპაგანდამ თანამედროვე საზოგადოებაში ოკულტიზმის წარმატება განაპირობა.
|
 ნათლობა
ღვთის საიდუმლოთაგან ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რომლის დროსაც ხდება
ადამიანის ცოდვათაგან განწმენდა და განახლებული სულის ჭეშმარიტებასთან
ზიარება. ნათლობის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რათა სწორად
წარიმართოს ქრისტიანი ადამიანის შემდგომი სულიერი ცხოვრება. ნათლობის
საიდუმლოსა და არასწორი მონათვლის შესახებ გვესაუბრება თბილისის
ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე. -
მამა თეოდორე, ნათლობა ადამიანის სულიერი ცხოვრების განახლების ერთ-ერთი
წინაპირობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ამ მსახურებას არაკანონიკური
მღვდელი ატარებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჩაითვლება თუ არა მონათლულად
და საჭიროა თუ არა მისი ხელმეორედ მონათვლა?
|
|
კალენდარი
| « აგვისტო 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | | 31 |
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|