ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის
შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც
ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ
შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."
ე.წ "სათამაშო ბანქო", რომელიც სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახშია, წარმოადგენს ეშმაკთან საურთიერთო იარაღს, რომლის საშუალებითაც ადამიანები კონტაქტში შედიან დემონებთან - ღვთის მტრებთან. ბანქოს ოთხივე "მასტი" (ფიგურა), სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტიანთათვის წმიდა საგნები : შუბი, ღრუბელი და ლურსმანი, ანუ ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღს. |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: სტუმრად პატრიარქთან გამოშვების წელი: 2008 ჟანრი:დოკუმენტური რეჟისორი: გიორგი შალუტაშვილია სცენარის ავტორი: თამარ ბართაია დოკუმენტური ფილმი პატრიარქის ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობასა და ღვაწლზე, მის ისტორიაზე, ასევე მისი მშობლების ოსტორიაზე, დოკუმენტურ ფილმში აღწერილია საქართველოში უღმერთობისა და ეკლესია მონასტრების ნგრევის პერიოდი. ასეთ ძნელბედობის ჟამს უწმინდესისა და უნეტარესის უდიდესი ღვაწლის შედეგად მრავალი ეკლესია მონასტერი აშენდა. მრავალი განახლდა, გაიხსნა სასწავლებლები და ა.შ. დოკუმენტური ფილმი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე... პატრიარქი თავად მოგვითხრობს ამ ყველაფრის შესახებ. ფაილი: ფორმატი: Avi ხარისხი: DVDRip ზომა: 24:44 |
|
თამარ გითოლენდია ბავშვობიდან ხატავს. სწავლაც სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სურდა, დიზაინერის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ ბოლო კურსზე ყოფნისას, სრულიად მოულოდნელად, ხატწერის შესწავლა გადაწყვიტა და მისი სამოღვაწეო არჩევანიც მალევე გადაწყდა. მე–3 წელია, რაც ხატებზე მუშაობს და ამ წმინდა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. |
ადამიანებს ცოდვის ჩადენა გვიადვილდება, მისი მონანიება კი გვიჭირს. სინანულის გრძნობა – ეს ნიჭია, რომელიც ადამიანმა თავის თავში უნდა აღმოაჩინოს და განავითაროს. მოძღვართან მუდმივი კონტაქტის შედეგად ვსწავლობთ, რა არის საჭირო გადარჩენისთვის და რა არის დამღუპველი ჩვენი სულისთვის. შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ და მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, დიდ სულიერ ცოდვაში ჩაგვაგდოს. ამ თემებზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება. |
ქრისტიანს მრავალი მოვალეობა გააჩნია როგორც ღმერთის, ისე საკუთარი თავის მიმართ. ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ წუწუნს, დეპრესიაში ვარო. თითქოს ამის თქმა მოდად იქცა. ფსიქოლოგიური კუთხით, დეპრესიას სასოწარკვეთილება, უიმედობა იწვევს. მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით კი, სასოების, ანუ იმედის დაკარგვა უდიდესი ცოდვაა. სულიერი მამების სწავლებით, ადამიანი ყველაზე დიდ განსაცდელში მაშინ ვარდება, როცა ის ღვთის რწმენას კარგავს, როცა გამოსავალს ვერსად და ვერაფერში ხედავს. სასულიერო პირები მრევლს მოძღვრავენ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ეკლესიასთან, თავიანთ სულიერ მოძღვრებთან, რომ სასოება, იმედი არ დაკარგონ. როგორ უნდა ვიხსნათ თავი ამ მძიმე ცოდვისგან, რა უნდა გააკეთოს მორწმუნემ, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს. |
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: გზა მაცხოვრისა გამოშვების წელი: 2002 ჟანრი: დოკუმენტური რეჟისორი: მიხო ბორაშვილი გამოშვებულია: კომპანია ”ქართული ტელეფილმი” ფილმის შესახებ: ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულ უძველეს ქართულ ჭედურ ხატებზე გამოსახული მაცხოვრის გავლილ გზაზე შობიდან ამაღლებამდე. ფაილი: ხარისხი: DVDRip ვიდეო: PAL 16:9 (720x576) VBR აუდიო: ქართული AC3, 3/2+LFE ch, 448Kbps ზომა: 786 მბ ხანგრძლივობა: 00:51:27 გახმოვანება: ორიგინალი (ქართული) |
ღვთის მადლით, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი უძველესი ქართული ეკლესია სიცოცხლის სუნთქვას შეიძენს და საუკუნეების მანძილზე, ნანგრევებად ქცეულ ნატაძრალზე აღდგენილ წმიდა სავანეში, წირვა–ლოცვა აღევლინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 55 კმ–ის დაშორებით მდებარე, სოფელ დავათის თავზე, ტყით დაფარულ მთის წვერზე მდებარეობს. |
ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. |
მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდანთა დასს განსაკუთრებულ თაყვანს მიაგებენ, მათ ღვთის წინაშე მეოხებასა და შემწეობას სთხოვენ. მათი ხატები მლოცველებისთვის განსაკუთრებულ ძალას და იმედს წარმოადგენენ. მრავალი მორწმუნე გამხდარა იმ სასწაულების მოწმე, რომლებსაც ხატები აღასრულებენ. ქრისტიანები წმინდანთა შორის განსაკუთრებულ თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მიაგებენ. ქრისტიანების სულიერი ცხონების ერთ–ერთი გზა ღვთისმშობლის თაყვანისცემაა. როგორ მივაგოთ პატივი წმინდანებს, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს. |