მთავარი » ქადაგებები
ნათლობა
ღვთის საიდუმლოთაგან ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რომლის დროსაც ხდება
ადამიანის ცოდვათაგან განწმენდა და განახლებული სულის ჭეშმარიტებასთან
ზიარება. ნათლობის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რათა სწორად
წარიმართოს ქრისტიანი ადამიანის შემდგომი სულიერი ცხოვრება. ნათლობის
საიდუმლოსა და არასწორი მონათვლის შესახებ გვესაუბრება თბილისის
ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე. -
მამა თეოდორე, ნათლობა ადამიანის სულიერი ცხოვრების განახლების ერთ-ერთი
წინაპირობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ამ მსახურებას არაკანონიკური
მღვდელი ატარებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჩაითვლება თუ არა მონათლულად
და საჭიროა თუ არა მისი ხელმეორედ მონათვლა?
|
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს",
და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება.
მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ
სიხარულია, იქ მშვიდობაა. მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის
სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია.
და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის
დღესასწაული.
|
ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის და რა არის განსჯა. რას ამბობს უფალი: ნუ
განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა
განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს
თქვენ (მათე 7, 1-2). ხოლო რაც შეეხება მხილებას, სახარება
გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს,
მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ
შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა
საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა
წარმართი (მათე 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ,
სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ
განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას
მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება
ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. უპირველეს ყოვლისა, განკითხვა
გამორიცხავს სიყვარულს, იგი უსიყვარულოდ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის
შედეგად ნათქვამ სიტყვას წარმოადგენს. უსიყვარულოდ ნათქვამი სიტყვა კი
ლოგიკურად იწვევს პიროვნების დამცირებას საკუთარი თავისა და სხვების
წინაშე. ხდება მისი პიროვნების გაიგივება რაიმე კონკრეტულ საქმესთან,
აბსოლუტიზაცია ცოდვისა და შეცდომისა, განვრცობა ცოდვისა მთელ პიროვნებაზე
და დაჩრდილვა მისი სხვა კეთილი თვისებებისა. მხილება კი, უპირველეს
ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს იმ პიროვნებისა, რომელსაც ამხელენ.
მხილების მიზანი მოყვასის შეცდომიდან გამოყვანა და მისი სულიერი
გადარჩენისათვის ზრუნვაა.
|
ეკლესია
მისტიური სხეულია ქრისტესი. ცოცხალი ღმერთის საუფლოა სამყაროში. სვეტი და
სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი როლი
განსაკუთრებულია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც. ეკლესიის
დაარსება იყო ის უმთავრესი საქმე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამქვეყნად
აღასრულა. რამეთუ სწორედ ეკლესიის მიერ ხდება ადამიანის ზეცად აღყვანება,
ანუ განღმრთობა; ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება თუ რა როლი
აქვს ეკლესიას საერთოდ და კერძოდ, საქართველოში. ეკლესია მოუწოდებს
საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს განღმრთობისაკენ ანუ ცხონებისაკენ.
|
ეპისკოპოსს, გაბრიელ ქიქოძის საკვირაო ქადაგება ქურდობის ცოდვის შესახებ, რომელიც გახლავთ mp3 ვერსია.
|
|
|
კალენდარი
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|