ხუთშაბათი, 11.21.2024, 6:09 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » სასწაულები

კატეგორია: სასწაულები | ნახვები: 1133 | დაამატა: goga | თარიღი: 11.15.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

"მომღიმარე ღვთისმშობელი" სასწაულებს ახდენს


ქალაქ ახალციხეში, ერთ პატარა სახლში, წლევანდელი კვირაცხოვლობის შემდეგ ხალხის ნაკადი არ წყდება. დღეში ათასობით ადამიანი მიდის მირონმდინარე ხატების – "მომღიმარე ღვთისმშობლისა" და მაცხოვარის ხელთუქმნელი ხატის – სანახავად. ოჯახი, სადაც ეს სასწაული ხდება, ხუთი წევრისაგან შედგება – თამაზ ივანიძეს და თეა გვირჯიშვილს სამი ქალიშვილი ჰყავთ. თამაზი დროებით უმუშევარია, თეა კი ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილეა.

ივანიძე–გვირჯიშვილების ოჯახში 30 მარტს ახალციხის წმინდა ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა იოანე გელაშვილმა "პანტანასას" ხატი მიაბრძანა. ცოტა ხნის შემდეგ კი იქ დასვენებულ სხვა ხატებს სისველე დაეტყოთ. ახალციხის მრევლი ამ ოჯახში სხვა სასწაულის მოწმეც გახდა – საკმეველი სამჯერ თავისით აინთო. თეამ საკმევლის ანთება ვიდეოთი გადაიღო. კადრებში, რომელიც ჩვენც გვანახა, აშკარად ჩანს მაცხოვარი, რომლის გაწვდილ ხელზეც ცეცხლი ანთია.

მამა იოანე (გელაშვილი): ერთმა ჩემმა მრევლმა "პანტანასა" – ღვისმშობლის ხატი, რომელიც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწედ ითვლება – შეიძინა და ათონის მთაზე დაბრძანებულ ორიგინალ ხატზე დაასვენა. მერე საქართველოში წამოაბრძანა და ჩვენს ტაძარს შემოსწირა. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნით და ვიფიქრეთ, იქნებ ეს ხატი ოჯახებში მორიგეობით დაგვებრძანებინა, თან სახლები გვეკურთხებინა. ათ ოჯახში მაინც გვყავდა დაბრძანებული. აღდგომა რომ მოახლოვდა, ხატს ამ ოჯახში მოუწია მობრძანება. სახლი ვაკურთხეთ, ვილოცეთ და მერე მე სააღდგომოდ იერუსალიმში წავედი. იქიდან დაბრუნებულს, კვირაცხოვლობის დღეები იყო, ეს ოჯახი რომ შემეხმიანა – ხატებს მირონი სდითო. მოვედი და ვნახე, რომ ღვთისმშობლის ხატს ყელთან და მკლავებთან ზეთისმაგვარი სითხე გასჩენოდა.

კატეგორია: სასწაულები | ნახვები: 2286 | დაამატა: goga | თარიღი: 11.15.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

გოგონა მამა სოკრატეს ლოცვამ განკურნა

უფალს ყოველთვის ჰყავს თავისი რჩეულები, რომელთა ხელითაც სასწაულები აღესრულება, განკურნებები ხდება. ერთ–ერთ ასეთ გამორჩეულ ღვთისმსახურად მრევლი და ისინიც, ვინც არცთუ ეკლესიურად ცხოვრობს, არქიმანდრიტ მამა სოკრატეს მიიჩნევენ. მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი განკურნა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა.

ორი წლის წინ ავადმყოფი გოგონას დედა, მარიამ ვიბლიანი, მამა სოკრატესთან უდიდესი გასაჭირით მივიდა. მისი ერთადერთი გოგონა, ბარბარე, იშვიათი დაავადებით – ცელიაკიათი იტანჯებოდა. ამ დაავადების წინაშე დღევანდელი მედიცინა უძლურია. ცელიაკია განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მამა სოკრატემ პატარა ბარბარე დალოცა, უსუპით სახეში ნაკურთხი წყალი ასხურა. სასწაულიც იმ დღესვე მოხდა...

ახლა ბარბარე უკვე 6 წლისაა. ის ტაძარში იზრდება. არაჩვეულებრივად, წკრიალა ხმით გალობს. თითქმის ყველა ლოცვა ზეპირად იცის. დედამისი თვლის, რომ უფალმა განსაცდელი მას მოსაქცევად მოუვლინა. ბარბარეს სასწაულებრივ განკურნებაზე "სარკის" მკითხველებს ქალბატონმა მარიამმა უამბო.

კატეგორია: სასწაულები | ნახვები: 2959 | დაამატა: goga | თარიღი: 11.15.2010 | კომენტარები (1) | სრულიად

კიბოთი დაავადებულის განკურნება
1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.

დალაქი მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.

კატეგორია: სასწაულები | ნახვები: 974 | დაამატა: goga | თარიღი: 11.15.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა