ხუთშაბათი, 11.21.2024, 6:35 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » სტატიები
ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."

რატომ არის ბანქოს (კარტის) თამაში მკრეხელობა


ე.წ "სათამაშო ბანქო", რომელიც სამწუხაროდ თითქმის ყველა ოჯახშია, წარმოადგენს ეშმაკთან საურთიერთო იარაღს, რომლის საშუალებითაც ადამიანები კონტაქტში შედიან დემონებთან - ღვთის მტრებთან. ბანქოს ოთხივე "მასტი" (ფიგურა), სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს ჯვარი და ქრისტიანთათვის წმიდა საგნები : შუბი, ღრუბელი და ლურსმანი, ანუ ყველაფერი ის, რაც წარმოადგენს ქრისტეს წამებისა და სიკვდილის იარაღს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 980 | დაამატა: goga | თარიღი: 11.17.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

ხატწერა ღმრთისმსახურებაა და არა – ხელოვნება

თამარ გითოლენდია ბავშვობიდან ხატავს. სწავლაც სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, სურდა, დიზაინერის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ ბოლო კურსზე ყოფნისას, სრულიად მოულოდნელად, ხატწერის შესწავლა გადაწყვიტა და მისი სამოღვაწეო არჩევანიც მალევე გადაწყდა. მე–3 წელია, რაც ხატებზე მუშაობს და ამ წმინდა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 2497 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

განსაცდელის ჟამი 33 წლის ასაკში

ადამიანებს ცოდვის ჩადენა გვიადვილდება, მისი მონანიება კი გვიჭირს. სინანულის გრძნობა – ეს ნიჭია, რომელიც ადამიანმა თავის თავში უნდა აღმოაჩინოს და განავითაროს. მოძღვართან მუდმივი კონტაქტის შედეგად ვსწავლობთ, რა არის საჭირო გადარჩენისთვის და რა არის დამღუპველი ჩვენი სულისთვის. შეიძლება უმნიშვნელო დეტალმაც კი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ ვუთმობთ და მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, დიდ სულიერ ცოდვაში ჩაგვაგდოს. ამ თემებზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 1020 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

თუ ქრისტიანი დეპრესიაშია…

ქრისტიანს მრავალი მოვალეობა გააჩნია როგორც ღმერთის, ისე საკუთარი თავის მიმართ. ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ წუწუნს, დეპრესიაში ვარო. თითქოს ამის თქმა მოდად იქცა. ფსიქოლოგიური კუთხით, დეპრესიას სასოწარკვეთილება, უიმედობა იწვევს. მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით კი, სასოების, ანუ იმედის დაკარგვა უდიდესი ცოდვაა. სულიერი მამების სწავლებით, ადამიანი ყველაზე დიდ განსაცდელში მაშინ ვარდება, როცა ის ღვთის რწმენას კარგავს, როცა გამოსავალს ვერსად და ვერაფერში ხედავს. სასულიერო პირები მრევლს მოძღვრავენ, რაც შეიძლება ახლოს იყვნენ ეკლესიასთან, თავიანთ სულიერ მოძღვრებთან, რომ სასოება, იმედი არ დაკარგონ. როგორ უნდა ვიხსნათ თავი ამ მძიმე ცოდვისგან, რა უნდა გააკეთოს მორწმუნემ, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 1006 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

"უფალი თვითონ მიგვიყვანს იქ, სადაც საჭირონი ვართ"
ღვთის მადლით, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი უძველესი ქართული ეკლესია სიცოცხლის სუნთქვას შეიძენს და საუკუნეების მანძილზე, ნანგრევებად ქცეულ ნატაძრალზე აღდგენილ წმიდა სავანეში, წირვა–ლოცვა აღევლინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 55 კმ–ის დაშორებით მდებარე, სოფელ დავათის თავზე, ტყით დაფარულ მთის წვერზე მდებარეობს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 1187 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 971 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

როგორ გვეხმარებიან წმინდანები

მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდანთა დასს განსაკუთრებულ თაყვანს მიაგებენ, მათ ღვთის წინაშე მეოხებასა და შემწეობას სთხოვენ. მათი ხატები მლოცველებისთვის განსაკუთრებულ ძალას და იმედს წარმოადგენენ. მრავალი მორწმუნე გამხდარა იმ სასწაულების მოწმე, რომლებსაც ხატები აღასრულებენ. ქრისტიანები წმინდანთა შორის განსაკუთრებულ თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მიაგებენ. ქრისტიანების სულიერი ცხონების ერთ–ერთი გზა ღვთისმშობლის თაყვანისცემაა. როგორ მივაგოთ პატივი წმინდანებს, მამა გიორგი (სხირტლაძე) განგვიმარტავს.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 1139 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

როგორ შევებრძოლოთ მას, ვინც თამბაქოს კვამლის მიღმა იმალება

"ისეთი წვრილმანი ცოდვა, როგორიც თამბაქოა, - წერდა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი), - ისე გადაეზარდა ადამიანთა საზოგადოებას ჩვევაში, რომ საზოგადოება მას ყოველგვარ პირობებს უქმნის. სად აღარ შეიძლება სიგარეტის პოვნა! ყვალგან შეხვდებით საფერფლეს, ყველგან არსებობს მოწევისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, ვაგონები, კუპეები "მწეველთათვის". გაზვიადებული არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო წარმოადგენს ერთ ოთახს, უფრო სწორად კი ერთ უზარმაზარ ვაგონს "მწეველთათვის" ვარსკვალავთაშორის სივრცეში. ეწევიან, - მშვიდად სჩადიან წვრილმან ცოდვას ყველანი: მოხუცებიცა და ახალგაზრდებიც, ავადმყოფებიც და ჯანმრთელნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც, დამნაშავეს დასჯის წინ ნებას რთავენ მოწიოს სიგარეტი. თითქოსდა ჰაერი ცოტაა ატმოსფეროში, ანდა ზედმეტად უფერულია იგი.

თითქოს უნდა შევქმნათ ჩვენთვის რაღაცნაირი გაკვამლული, მოწამლული ჰაერი და ვისუნთქოთ და ვისუნთქოთ ეს საწამლავი, დავტკბეთ ამ კვამლით და აი, ყველანი ტკბებიან იმდენად, რომ "არამწეველი" - ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც "ადამიანი რომელიც არასოდეს სტყუის", ან ადამიანი, რრომელიც თავს არ განიდიდებს". თამბაქოს ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიო ვაჭრობაში და ყოველწლიურად მილიონობით ხალხი შრომობს იმისათვის, რომ სხვა მილიონობით და მილიონობით ადამიანს მისცეს საშუალება ჩაისუნთქოს ეს მომწამვლელი ჰაერი, მისი ნარკოზით გაიბრუოს თავი და მთელი ორგანიზმი".

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 906 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

უფალი ადამიანს ამქვეყნიდან მაშინ გაიყვანს...

დეკანოზი მაქსიმე (ფაიქიძე) ეკლესიას შვილის გარდაცვალების შემდეგ ემსახურება. დიდი ტკივილით დამწუხრებულს, ღვთისმსახურება პატრიარქმა ურჩია. ამჟამად ის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია და პარალელურად, სოფელ დავათში, სადაც საკუთარი სახლიც აქვს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მშენებლობას ხელმძღვანელობს. მამა მაქსიმე გულითადად გვესაუბრა.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 943 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

ცოდვამ მიჩვევა იცის, რასაც ცოდვით ტკბობამდე მივყავართ

მამა გაბრიელ ჩადუნელი, ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვრის, წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. დიდი სულიერი შემართება, ღმრთისა და სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული მის ხასიათში იოლი შესამჩნევია. ვფიქრობ, მასთან ინტერვიუც საინტერესო გამოგვივიდა.

კატეგორია: სტატიები | ნახვები: 1153 | დაამატა: goga | თარიღი: 11.16.2010 | კომენტარები (0) | სრულიად

1 2 »

ძებნა

კალენდარი

«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა