მთავარი » 2010 » ნოემბერი » 16 » საპატრიარქოს განცხადება ”ჰელოუინის” შესახებ (2009)
7:14 AM საპატრიარქოს განცხადება ”ჰელოუინის” შესახებ (2009) |
საპატრიარქოს განცხადებით, ჰელოუინის აღნიშვნა ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის საკადრისი საქციელი არ არის. ჰელოუინის
დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო დღესასწაულთან
დაკავშირებით დღეს ინფორმაციას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას ნუ
იქნებიან უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები.
საპატრიარქოს
ინფორმაციით, სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური
ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ამ
ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ
აქვს, რისი თანაზიარი ხდება. ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა
წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.
საკუთარი
ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდური
დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული
კულტურის მქონე ერისთვის~, _ აცხადებენ საპატრიარქოში. ჰელოუინი
(ინგლ. Halloween) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია და 31 ოქტომბრიდან
1 ნოემბრის ღამეს აღინიშნება. მისი წარმომავლობა ინგლისის, ირლანდიისა და
ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს
უკავშირდება. ძველ კელტებს სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობის
შესახებ სწამდათ. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ. მათი
რწმენის შესაბამისად, 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და
სიკვდილისა. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ სიკვდილისა და ბნელეთის
წარმათ ღვთაებას სამჰეინს (Samhain), რომელსაც თაყვანს სცემდნენ. კელტების
ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს
და წყვდიადში ხვდებოდნენ `დღესასწაულს~. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს
აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებლის, ბნელეთის ბოროტი
სულისადმი მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი
სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს
`ნებას დართავდა~ ამ დღეს თავიანთ სახლებში `ესტუმრათ~. ჰელოუინის
წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში
გამოწყობილი ქუჩებში ხეტიალი _ მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან
ურთიერთობას განასახიერებს. ჰელოუინის დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში
გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს
აგროვებენ; ვისაც შემოხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. «trick-or-treating» -
ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე
უსიამოვნო ოინს უწყობენ. ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა
გამასპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის ანუ თავად სატანისათვის ძღვენის
მიტანას, ე. წ. ჯეკს, ფარანის ("Jack O’Lantern"), რომელიც გოგრისგანაა
დამზადებული, დანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული
`კანდელია~.
|
კატეგორია: სტატიები |
ნანახია: 1003 |
დაამატა: goga
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|