მთავარი » 2010 » ნოემბერი » 15
შეკითხვებს
პასუხობს რუის–ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, ქარელის რაიონის სოფელ
კეხიჯვარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გაბრიელ
ჩადუნელი.
|
როდესაც
რწმენა ქრება, მის ადგილს ცრურწმენა იკავებს. სული სრულ სიცარიელეს ვერ
ეგუება. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი დასაბამიდანვე შემოქმედისკენაა
მიმართული. როცა მის არსებაში ღვთის ხატება იკარგება, ჩნდება ვაკუუმი,
რომელსაც შევსება სჭირდება. დღეს თუ ადამიანების დიდი ნაწილი ღმერთს,
ეკლესიას ემსახურება, მათი ასევე დიდი ნაწილი ეშმაკის მონობაში იმყოფება
და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის დაკავებული. მტკიცე ქრისტიანული
რწმენის უქონლობამ, აღმოსავლური რელიგიებისა და ოკულტიზმის არსის ცოდნამ,
აგრეთვე გარკვეული ძალების მიერ მათმა მასშტაბურმა და აქტიურმა
პროპაგანდამ თანამედროვე საზოგადოებაში ოკულტიზმის წარმატება განაპირობა.
|
ნათლობა
ღვთის საიდუმლოთაგან ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რომლის დროსაც ხდება
ადამიანის ცოდვათაგან განწმენდა და განახლებული სულის ჭეშმარიტებასთან
ზიარება. ნათლობის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რათა სწორად
წარიმართოს ქრისტიანი ადამიანის შემდგომი სულიერი ცხოვრება. ნათლობის
საიდუმლოსა და არასწორი მონათვლის შესახებ გვესაუბრება თბილისის
ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე. -
მამა თეოდორე, ნათლობა ადამიანის სულიერი ცხოვრების განახლების ერთ-ერთი
წინაპირობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ამ მსახურებას არაკანონიკური
მღვდელი ატარებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჩაითვლება თუ არა მონათლულად
და საჭიროა თუ არა მისი ხელმეორედ მონათვლა?
|
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს",
და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება.
მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ
სიხარულია, იქ მშვიდობაა. მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის
სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია.
და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის
დღესასწაული.
|
ქალაქ
ახალციხეში, ერთ პატარა სახლში, წლევანდელი კვირაცხოვლობის შემდეგ ხალხის
ნაკადი არ წყდება. დღეში ათასობით ადამიანი მიდის მირონმდინარე ხატების –
"მომღიმარე ღვთისმშობლისა" და მაცხოვარის ხელთუქმნელი ხატის – სანახავად.
ოჯახი, სადაც ეს სასწაული ხდება, ხუთი წევრისაგან შედგება – თამაზ
ივანიძეს და თეა გვირჯიშვილს სამი ქალიშვილი ჰყავთ. თამაზი დროებით
უმუშევარია, თეა კი ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლაში დირექტორის
მოადგილეა. ივანიძე–გვირჯიშვილების ოჯახში 30 მარტს ახალციხის
წმინდა ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა იოანე გელაშვილმა
"პანტანასას" ხატი მიაბრძანა. ცოტა ხნის შემდეგ კი იქ დასვენებულ სხვა
ხატებს სისველე დაეტყოთ. ახალციხის მრევლი ამ ოჯახში სხვა სასწაულის
მოწმეც გახდა – საკმეველი სამჯერ თავისით აინთო. თეამ საკმევლის ანთება
ვიდეოთი გადაიღო. კადრებში, რომელიც ჩვენც გვანახა, აშკარად ჩანს
მაცხოვარი, რომლის გაწვდილ ხელზეც ცეცხლი ანთია. მამა იოანე
(გელაშვილი): ერთმა ჩემმა მრევლმა "პანტანასა" – ღვისმშობლის ხატი,
რომელიც ონკოლოგიურ ავადმყოფთა შემწედ ითვლება – შეიძინა და ათონის მთაზე
დაბრძანებულ ორიგინალ ხატზე დაასვენა. მერე საქართველოში წამოაბრძანა და
ჩვენს ტაძარს შემოსწირა. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანი
ავადდება სიმსივნით და ვიფიქრეთ, იქნებ ეს ხატი ოჯახებში მორიგეობით
დაგვებრძანებინა, თან სახლები გვეკურთხებინა. ათ ოჯახში მაინც გვყავდა
დაბრძანებული. აღდგომა რომ მოახლოვდა, ხატს ამ ოჯახში მოუწია მობრძანება.
სახლი ვაკურთხეთ, ვილოცეთ და მერე მე სააღდგომოდ იერუსალიმში წავედი.
იქიდან დაბრუნებულს, კვირაცხოვლობის დღეები იყო, ეს ოჯახი რომ შემეხმიანა
– ხატებს მირონი სდითო. მოვედი და ვნახე, რომ ღვთისმშობლის ხატს ყელთან და
მკლავებთან ზეთისმაგვარი სითხე გასჩენოდა.
|
უფალს
ყოველთვის ჰყავს თავისი რჩეულები, რომელთა ხელითაც სასწაულები აღესრულება,
განკურნებები ხდება. ერთ–ერთ ასეთ გამორჩეულ ღვთისმსახურად მრევლი და
ისინიც, ვინც არცთუ ეკლესიურად ცხოვრობს, არქიმანდრიტ მამა სოკრატეს
მიიჩნევენ. მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი განკურნა და ჭეშმარიტების გზაზე
დააყენა. ორი წლის წინ ავადმყოფი გოგონას დედა, მარიამ ვიბლიანი,
მამა სოკრატესთან უდიდესი გასაჭირით მივიდა. მისი ერთადერთი გოგონა,
ბარბარე, იშვიათი დაავადებით – ცელიაკიათი იტანჯებოდა. ამ დაავადების
წინაშე დღევანდელი მედიცინა უძლურია. ცელიაკია განუკურნებელ დაავადებათა
რიცხვს მიეკუთვნება. მამა სოკრატემ პატარა ბარბარე დალოცა, უსუპით სახეში
ნაკურთხი წყალი ასხურა. სასწაულიც იმ დღესვე მოხდა... ახლა
ბარბარე უკვე 6 წლისაა. ის ტაძარში იზრდება. არაჩვეულებრივად, წკრიალა
ხმით გალობს. თითქმის ყველა ლოცვა ზეპირად იცის. დედამისი თვლის, რომ
უფალმა განსაცდელი მას მოსაქცევად მოუვლინა. ბარბარეს სასწაულებრივ
განკურნებაზე "სარკის" მკითხველებს ქალბატონმა მარიამმა უამბო.
|
განუზომლად დიდია და მიუწვდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების
მნიშვნელობა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ვინაიდან მისით უფლის ძე განკაცდა,
განხორციელდა. იგი სისხლხორცეულად ადამიანის მოდგმას ეკუთვნოდა, მაგრამ
გამორჩეულ იქნა ღვთისმოსაობის, განსაკუთრებული სიწმინდის სრულყოფილების გამო და
გახდა ჭურჭელი უფლის ნების განსახორციელებლად. იგი ერთადერთია ადამიანთა შორის,
რომელიც უკვდავებაში გადავიდა და რომელმაც საუკუნოს სასუფეველი თვით უფლის
გვერდით დაიმკვიდრა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტესთან ერთად ადამიანთა
ბედის გამგებელი შეიქმნა. მისი ხატები იკონოგრაფიული ტიპების სიმრავლით და
განსაკუთრებული პატივმიგებით გამოირჩევა.
|
ხშირად გვეკითხებიან, რა განსხვავებაა განკითხვასა და მხილებას შორის და რა არის განსჯა. რას ამბობს უფალი: ნუ
განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა
განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს
თქვენ (მათე 7, 1-2). ხოლო რაც შეეხება მხილებას, სახარება
გვასწავლის: უკეთუ ძმა შენი შესცოდავს, უნდა ამხილო; თუ არ შეისმენს,
მაშინ მისი მხილება ორის ან სამის თანდასწრებით უნდა მოხდეს. თუ ამ
შემთხვევაშიც არ ისმინა, მაშინ მხილება მოძღვრისა და ეკლესიის წინაშეა
საჭირო, ხოლო უკეთუ ეკლესიისაც არ ისმინა, მაშინ იყოს იგი ვითარცა
წარმართი (მათე 18, 15-17). განსჯა კი, როგორც წმიდა მამები ამბობენ,
სათნოებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია. ხშირად მორწმუნემ არ იცის, როგორ
განასხვავოს განკითხვა, მხილება და განსჯა ერთმანეთისაგან და განკითხვას
მხილებას ან განსჯას უწოდებს, მაშინ როცა განკითხვა და მხილება
ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან. უპირველეს ყოვლისა, განკითხვა
გამორიცხავს სიყვარულს, იგი უსიყვარულოდ, თავის თავზე დიდი წარმოდგენის
შედეგად ნათქვამ სიტყვას წარმოადგენს. უსიყვარულოდ ნათქვამი სიტყვა კი
ლოგიკურად იწვევს პიროვნების დამცირებას საკუთარი თავისა და სხვების
წინაშე. ხდება მისი პიროვნების გაიგივება რაიმე კონკრეტულ საქმესთან,
აბსოლუტიზაცია ცოდვისა და შეცდომისა, განვრცობა ცოდვისა მთელ პიროვნებაზე
და დაჩრდილვა მისი სხვა კეთილი თვისებებისა. მხილება კი, უპირველეს
ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს იმ პიროვნებისა, რომელსაც ამხელენ.
მხილების მიზანი მოყვასის შეცდომიდან გამოყვანა და მისი სულიერი
გადარჩენისათვის ზრუნვაა.
|
ეკლესია
მისტიური სხეულია ქრისტესი. ცოცხალი ღმერთის საუფლოა სამყაროში. სვეტი და
სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ მისი როლი
განსაკუთრებულია ყველგან და მათ შორის საქართველოშიც. ეკლესიის
დაარსება იყო ის უმთავრესი საქმე, რაც განკაცებულმა ღმერთმა ამქვეყნად
აღასრულა. რამეთუ სწორედ ეკლესიის მიერ ხდება ადამიანის ზეცად აღყვანება,
ანუ განღმრთობა; ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაგები ხდება თუ რა როლი
აქვს ეკლესიას საერთოდ და კერძოდ, საქართველოში. ეკლესია მოუწოდებს
საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს განღმრთობისაკენ ანუ ცხონებისაკენ.
|
1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო. დალაქი
მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა
მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად
მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში, ერთ-ერთ
ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით
გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ
ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.
|
ეპისკოპოსს, გაბრიელ ქიქოძის საკვირაო ქადაგება ქურდობის ცოდვის შესახებ, რომელიც გახლავთ mp3 ვერსია.
|
შეგიძლიათ გადმოიწეროთ ლამაზი საგალობელი ღმერთი უფალი, ანჩისხატის გუნდის შესრულებით.
|
|
|
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|